• +995 599 98 50 53
  • ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
Super User

Super User

ინფორმაციული წიგნიერების, საბაზისო კომპიუტერული უნარ-ჩვევების შეძენის მსურველი მეწარმეებისთვის და ფერმერებისთვის ორ დღიანი ონლაინ ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა:

  • ინტერნეტის ეფექტური მოხმარება
  • ონლაინ მომსახურებები,პლატფორმები, რესურსები;
  • ღრუბლოვანი სივრცე;
  • პოპულარულ დოკუმენტებთან მუშაობა, ოფლაინ/ონლაინ რედაქტირება;                                                                                                                                                                  ტრენინგზე  მოწვეულმა ტრენერმა   ასევე განიხილა  შემდეგი  აქტუალური თემები: ციფრული მოწყობილობები, ვებ-ბრაუზერები,ონლაინ პლატფორმები შეხვედრებისთვის,ღრუბლოვანი სივრცე (რემდენიმე )-Email, Drive ( Microsoft , Google)  ციფრული დოკუმენტები,საძიებო სისტემები;  ტრენინგი ჩატარდა ონლაინ პლატფორმა Zoom-ის საშუალებით. აქტივობა განხორციელდა პროექტის  " სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის  გაძლიერება სასიცოცხლო წყაროების გაუმჯობესებისა და ეკონომიკური მდგრადობისთვის სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში"ფარგლებში ,გაეროს განვითარების პროგრამა ( UNDP საქართველოში) და შვეიცარიის განვითარების ოფისი სამხრეთ კავკასიაში ( SDC) ფინანსური მხარდაჭერით.                                                                                                                         

AFAD-ის მოწვევით საერთაშორისო სტატუსის  ექსპერტმა/ ტრენერმა  პავლე თვალიაშვილმა   ახალგაზრული ეკო კლუბის წევრებთან, პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებისთვის და ახალგაზრდა მეწარმეებისთვის ონლაინ ქოუჩინგი გამართა პროექტის წერაზე.  შეხვედრა ინტერაქტიული და საინტერესო აღმოჩნდა ახალგაზრდებისთვის. "ასოციაცია სოფლის მეურნეობის  განვითარებისთვის"  ერთერთი მიზანი   აგრარული საკითხების პოპულარიზაციაა ახალგაზრდებში. 

აქტივობა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამა ( UNDP) საქართველოში და შვეიცარიის განვითარების ოფისი სამხრეთ კავკასიაში ( SDC) ფინანსური მხარდაჭერით.

დაფნა , რომელიც უხსოვარი დროიდან იწოდება დიდების სიმბოლოდ. მის ფოთოლს კი , უამრავი დადებითი ფუნქცია აკისრია.....

 

1.დიაბეტის მკურნალობა , რაც ითვალისწინებს შაქრის დონის დაწევას.

2.გამოიყენება მადისა და წონის კლებისთვის.

3.ხსნის ტკივილს სახრებში.

 

 ახლა უკვე წარმოადგენს , აგრო მიმართულებით , მნიშვნელოვან მარადმწვანე ხეშეშფოთოვან ბუჩქებს. მისი რეალიზაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფინანსურ შემოსავალს უზრუნველყოფს , მოსახლეობისთვის.

 მაგალითად : 1 ჰექტარზე გაშენებული დაფნის საშუალო ღირებულება წარმოადგენს დაახლოებით 50-60 დოლარს. რაც დამეთანხმებით მცირე შემოსავალი ნამდვილად არ არის.

 

ჩნდება კითხვა თუ , რა უნდა გაკეთდეს დაფნის ბაღის გასაშენებლად?!

1. უნდა შეირჩეს ვაკე ადგილები .20%-ამდე დაქანების ფერდობები.

2. გაშენება უნდა დაიწყოს საბაღედ გამოყოფილი ნაკვეთის დამუშავებით ,რისთვისაც აუცილებელია ბუჩქებისა და ხეების ამოძირკვა. ნაკვეთის მოსწორება და ნიადაგის განოყიერება, სასუქების მეშვეობით.

 

გასათვალისწინებელია , რომ დაფნა ვერ ეგუება ჭარბტენიან ნიადაგებს , ასეთ ადგილებში დაფნის გაშენებამდე. ტენის მოსაშორებლად და ჰაერის გასაუმჯობესებლად ეწყობა ღია და დახურული სატრენაჟე არხები. 

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს , რომ :

სანერგეში გამოყვანილი ნერგების გაშენება სასურველია მოხდეს 15 ოქტომბრიდან - 15 ნოემბრამდე.ან 15 თებერვლიდან - 15 აგვისტომდე.

გამომდინარე იქიდან , რომ დაფნა წარმოადგენს იმ უიშვიათეს შემთხვევას აგრო მიმართულებით , რომელზეც გვალვა ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს. სრულიად , შესაძლებელია, საქართველოს სოფლებში მრავლად არსებული აუთვისებელი მიწა დამუშავდეს და გაშენდეს დაფნის პლანტაციები.

ამ მხრივ , ჩვენს ქვეყანაში მეტი ყურადღება თხილს ეთმობა , რომელიც თამამად შეიძლება ითქვას , რომ საკმაოდ არასტაბილურია და მისი ფასები მუდამ მერყეობს. დაფნის უპირატესობა კი , ის გახლავთ , რომ მსოფლიო ბაზარზე მისი ფასი ზუსტად არის განსაზღვრული, რაც გვაძლევს შესაძლებლობას ზუსტად განვსაზღვროთ სავარუდო შემოსავალი.

 

თუ თხილის შემთხვევაში ალბათობა იმისა , რომ იმედები გაგვიცრუვდება საკმაოდ მაღალია. დაფნა ზუსტად გაწერილი გეგმისთვის ზედგამოჭრილი არჩევანია.  

ერთისმხირვ, დაფნის მრავალფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე , ექსპორტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. მაგრამ სწორედ აქ ვაწყდებით სერიოზულ პრობლემას , რომელიც მდგომარეობს შემდგომში....დაფნის ფოთლის ექსპორტიორი კომპანიების თანამშრომელთა უმეტესობას არ აქვს გაყიდვებისა და ექსპორტის განსახორციელებლად საჭირო უნარ-ჩვევები; ასევე იქმნება ენობრივი ბარიერიც უცხოურ ბაზარზე მყიდველებთან კომუნიკაციისას. თითქმის არც ერთ კომპანიას არ გააჩნია ვებგვერდი ან აქვს ძალზე პრიმიტიული და მხოლოდ რამდენიმე მათგანი იყენებს პროფესიულ სავაჭრო ვებპორტალს.

აუცილებელია ზემოთ ხსენებული ყველა პრობლემა , მოგვარებულ იქნას ქართული კომპანიების მიერ

რა უნდა გაკეთდეს ამისთვის?!

1.აუცილებელია IT პროგრამირება , გამათული ვებგვერდები - ვებპორტარები.

2.უნდა იქნას აყვანილი კვალიფიციური კადრები , რომლებსაც შეეძლებათ მინიმუმ ორ ენაზე საუბარი , რაც უზრუნველყოფს კომუნიკაციას უცხოელ მყიდველებთან..

3.უნდა ხდებოდეს კომპანიის თანამშრომლების ტრენინგი , ვინაიდან შეძლონ საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება.

ხარვეზების გამოსწორების შემთხვევაში აგრობიზნესი შეძლებს ფინანსურ უზრუნველყოფას. სოფლად მცხოვრები მოსახლეობა , დაიწყებს აქტიურ წარმოებას. რის შედეგადაც მოხდება აუთვისებელი , მიწების ათვისებაც. 

ბლოგი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP) და  შვეიცარიის განვითარების ოფისი სამხრეთ კავკასიაში (SDC) მიერ მხარდაჭერილი პროექტის „პროფესიული განათლებისა და სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ახორციელებს ორგანიზაცია „AFAD - ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის” . 

ბლოგის შექმნა ემსახურება სასოფლო-სამეურნეო სფეროში არსებული სიახლეების, შესაძლებლობების და მიღწევების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას.  

გაეროს განვითარების პროგრამამ საქართველოში (UNDP Georgia) და შვეიცარიის განვითარების ოფისმა სამხრეთ კავკასიაში ( SCD) , პროექტის " პროფესიული განათლებისა და სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მოდერნიზება სოფლის მეურენობაში", მისი განმხორციელებელი პარტნიორი ორგანიზაცია AFAD-"ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის" ინოვაციური საგრანტო პროგრამის ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტში სოციალურ საწარმო " ლატლიიშდს", რკ "ნავროს", მეწარმეებს- ქეთინო მარგიანს და დავით ჟორჟოლიანს ხელი შეუწყო მზის ინოვაციური, ჰიბრიდული სამოდელო საშრობის შექმნაში. ამ ხელშეწყობის შედეგად მოხდა მაღალმთიან რეგიონის სოფლებში განახლებადი ენერგიის წყაროებზე დაფუძნებულ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. კლიმატგონივრული სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის დანერგვა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოების ალტერნატიული მოდელის შექმნა.

ვაროატოზი ფუტკრის ინვაზიური დაავადებაა, რომლის გამომწვევი ტკიპა Varoa Destructor, ფუტკარს აზიანებს განვითარების ყველა სტადიაზე და შესაბამისად საფრთხეს უქმნის ჯანსაღი და მაღალი კვებითი ღირებულები ფუტკრის პროდუქტების წარმოებას. გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP Georgia) და შვეიცარიის განვითარების ოფისმა სამხრეთ კავკასიაში       (SDC) , პროექტის " პროფესიული განათლებისა და სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში" მისი განმხორციელებელი პარტნიორი ორგანიზაციის "AFAD" ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის"ინოვაციური საგრანტო კონკურსის" ფარგლებში ასოციაცია " მეფუტკრეთა ალიანსს" ხელი შეუწყო ინოვაციური ტექნოლოგიების სამოდელო ფუტკრის შექმნაში,რომელშიც ფუტკრის ინვაზიური დაავადების გამომწვევი ვაროას ტკიპას პრევენციის თანამედროვე ტექნოლოგიებს ნერგავს და ცოდნას უზიარებს ფერმერებს. ინოვაციური საგრანტო კონკურსის ფარგლებში  " მეფუტკრეთა ალიანსის" წარმომადგენელს,  მეფუტკრე/ექსტენციონისტ ედუარდ მელიას გადაეცა მაღალტექნოლოგიური მეთოდით დამზადებული სკა სოლარიუმი. ეს არის დიდბლანტის ტიპის სკა,რომელსაც გააჩნია მზის სხივების სითბურ ნერგიად გარდაქმის ფუნქცია. მზის სითბური ენერგიის ხარჯზე, შესაძლებელია სკაში ოპტიმალური ტემპერატურული რეჟიმის შექმნა, რაც გამოათავისუფლებს ფუტკრების გარკვეულ კასტას თბორეგულაციის საქმიანობისაგან და ეს რესურსები გადანაწილდება სკაში სხვა პროცესების წარმართვაზე. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, როგორც ექსტენციონისტი აცხადებს, დაგეგმილი აქვს ყოველგვარი ქიმიური და ზოოვეტერინარული ჩარევების გარეშე აკონტროლოს და ებრძოლოს დაავადებას. გააუმჯობესოს მის მიერ წარმოებული ფუტკრის პროდუქტების ხარისხი, გაზარდოს რაოდენობა და როგორც ექსტენციონისტმა, აღნიშნული ინოვაციური მიდგომის შედეგები გაუზიაროს რეგიონის ფერმერებს.

ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის აქტიურად უწყობს ხელს ერთი სოფელი, ერთი პროდუქტი (OVOP)  მიდგომების განვითარებას. ეს მიდგომა მიზნად ისახავს ადგილობრივი წარმოების განვითარების ხელშეწყობას, პროდუქტის ტერიტორიული იდენტობის შენარჩუნებით ადგილობრივი ბრენდების პოპულარიზაციას.  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ასოციაციის ინიციატივით გაიმართა ჭაქვინჯის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან შეხვედრა, რომელსაც ფერმერთა რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელი ბესარიონ ირემაძე და RDA-ის რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ქვარაია ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მოხდა გოგრის, როგორც ჭაქვინჯის თემში ფართოდ  გავრცელებული კულტურის და მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე  8-10 დასახელების პროდუქტის შექმნის პერსპექტივის მქონე პროდუქტის შესახებ დისკუსია. დაიგეგმა მოცემული პროდუქტის გადამუშავების ტექნოლოგიების მიმართულებით შეხვედრები და კონსულტაციები სპეციალისტთან. OVOP -ის კონცეფციის მხარდაჭერას სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში ახორციელებს AFAD, გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP Georgia) და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში ( SDC) ფინანსური მხარდაჭერით.

ოთხშაბათი, 16 ივნისი 2021 09:41

განათლება ფერმერებისთვის

პროექტის " სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის გაძლიერება სასიცოცხლო წყაროების გაუმჯობესებისა და ეკონომიკური მდგრადობისთვის სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში " ფარგლებში მიმდინარეობს მოკლევადიანი ტრენინგების ციკლი რეგიონის ფერმერებისთვის, რომელსაც უძღვებიან სოფლის მეურნეობის სააგენტოს ექსტენციონისტი-ტრენერები.  ტრენინგის მიზანია ფერმერთა საჭიროებაზე მორგებული სასოფლო-სამეურნეო  ან მასთან მკვეთ საკითხებზე ცოდნის და ინფორმაციის  გაზიარება ფერმერთა საწარმოო და ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობისთვის. უკვე ჩატარდა ტრენინგები თემებზე: აგრო-ტურიზმი, სასოფლო-სამეურნეო ნარჩენები და  ბიოტრანსფორმაცია/კომპოსტირება. დაინტერესებულ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა  წინასწარ  დარეგისტრირდნენ   ტრენინგზე. სარეგისტრაციო ფორმა რამდენიმე დღით ადრე ხელმისაწვდომია ასოციაციის ფეისბუქ გვერდზე. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP Georgia) და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში ( SDC).

© 2024 Afad. All Rights Reserved.