• +995 599 98 50 53
  • ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

ჩვენ შესახებ

    სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის სფეროს მხარდაჭერის იდეის ირგვლივ 2014 წელს გავერთიანდით. ჩვენ ამბიციური მიზანი გვქონდა - სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის ხელშეწყობა!
სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის გზით, დონორი ორგანიზაციების, სფეროს წამყვანი სპეციალისტების მხარდაჭერითა და  ფერმერთა აქტიური ჩართულობით, ჩვენ ეს შევძელით!
დღეს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებისა და განათლების ინტეგრირების გზით, ხელს ვუწყობთ წარმოების ეფექტურობას, მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით ფერმერებს ცოდნის მიღებაში. კერძო სამეწარმეო საქმიანობის ჩამოყალიბების მიზნით, ვახდენთ მათ კონსოლიდირებას, ვაწვდით ინფორმაციას საკუთრებისა და სხვა სახის უფლებების შესახებ. გარდა ამისა, სადემონსტრაციო ნაკვეთებში ფერმერებისათვის ვატარებთ  სხვადასხვა თემატიკის პრაქტიკულ ტრენინგებს. სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის გზით, ხელს ვუწყობთ სასოფლო-სამეურნეო და გარემოს დაცვის სექტორების განვითარებას.
ჩვენი ასოციაციის მაღალკვალიფიციური ქესპერტები ახორციელებენ საექსტენციო საქმიანობას, კონსულტაციებსა და სხვადასხვა აგრო მიმართულების სერვისებს.
სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის შესახებ ინფორმაციას, ამ მიმართულებით განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ საქმიანობებს, რჩევებსა და სწავლებებს, ამ ვებგვერდზე გაეცნობით.
დარწმუნებული ვართ, რომ ეს სივრცე თქვენი საიმედო თანამგზავრი იქნება!

Read 1921 times
სხვა სიახლეები: « ჩვენ შესახებ
© 2024 Afad. All Rights Reserved.