• +995 599 98 50 53
  • ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

თუ თქვენ გაინტერესებთ სასოფლო-სამეურნეო სფეროგსურთ გახდეთ სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სპეციალისტიგინდათ გაეცნოთ ახალ ტექნოლოგიებსმიიღოთ კვალიფიციური აგრო რჩევებითვალყური ადევნეთ სიახლეებსთუ გაინტერესებთ აგრო სიახლეებიგსურთ ეწეოდეთ ექსტენციასეს გვერდი თქვენთვისააექსტენცია სამრჩევლო საქმიანობაასამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტშიპროფესიონალი ექსტენციონისტებიეწევიან მაღალკვალიფიციურ ექსტენციასსასოფლო-სამეურნეო ექსტენციაშემოსავლების ზრდის გარანტიასამეგრელო -ზემო სვანეთის მხარეშიფუნქციონირებს რეგიონული და მუნიციპალური სამსახურებისამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა ესქტენციონისტს იპოვით აქმიიღეთ ეკონომიკური სარგებელიმიიღეთ კვალიფიციური კონსულტაციაგაზარდეთ შემოსავლებიგაიარე ტრენინგებიტრენინგების შესახებ ინფორმაციას იხილე აქყველაფერი ესქტენციაზესოფლის მეურნეობის ყველა დარგშიგანვითარდი

ინფორმაციული წიგნიერების, საბაზისო კომპიუტერული უნარ-ჩვევების შეძენის მსურველი მეწარმეებისთვის და ფერმერებისთვის ორ დღიანი ონლაინ ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა:

  • ინტერნეტის ეფექტური მოხმარება
  • ონლაინ მომსახურებები,პლატფორმები, რესურსები;
  • ღრუბლოვანი სივრცე;
  • პოპულარულ დოკუმენტებთან მუშაობა, ოფლაინ/ონლაინ რედაქტირება;                                                                                                                                                                  ტრენინგზე  მოწვეულმა ტრენერმა   ასევე განიხილა  შემდეგი  აქტუალური თემები: ციფრული მოწყობილობები, ვებ-ბრაუზერები,ონლაინ პლატფორმები შეხვედრებისთვის,ღრუბლოვანი სივრცე (რემდენიმე )-Email, Drive ( Microsoft , Google)  ციფრული დოკუმენტები,საძიებო სისტემები;  ტრენინგი ჩატარდა ონლაინ პლატფორმა Zoom-ის საშუალებით. აქტივობა განხორციელდა პროექტის  " სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის  გაძლიერება სასიცოცხლო წყაროების გაუმჯობესებისა და ეკონომიკური მდგრადობისთვის სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში"ფარგლებში ,გაეროს განვითარების პროგრამა ( UNDP საქართველოში) და შვეიცარიის განვითარების ოფისი სამხრეთ კავკასიაში ( SDC) ფინანსური მხარდაჭერით.                                                                                                                         

AFAD-ის მოწვევით საერთაშორისო სტატუსის  ექსპერტმა/ ტრენერმა  პავლე თვალიაშვილმა   ახალგაზრული ეკო კლუბის წევრებთან, პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებისთვის და ახალგაზრდა მეწარმეებისთვის ონლაინ ქოუჩინგი გამართა პროექტის წერაზე.  შეხვედრა ინტერაქტიული და საინტერესო აღმოჩნდა ახალგაზრდებისთვის. "ასოციაცია სოფლის მეურნეობის  განვითარებისთვის"  ერთერთი მიზანი   აგრარული საკითხების პოპულარიზაციაა ახალგაზრდებში. 

აქტივობა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამა ( UNDP) საქართველოში და შვეიცარიის განვითარების ოფისი სამხრეთ კავკასიაში ( SDC) ფინანსური მხარდაჭერით.

გაეროს განვითარების პროგრამამ საქართველოში (UNDP Georgia) და შვეიცარიის განვითარების ოფისმა სამხრეთ კავკასიაში ( SCD) , პროექტის " პროფესიული განათლებისა და სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მოდერნიზება სოფლის მეურენობაში", მისი განმხორციელებელი პარტნიორი ორგანიზაცია AFAD-"ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის" ინოვაციური საგრანტო პროგრამის ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტში სოციალურ საწარმო " ლატლიიშდს", რკ "ნავროს", მეწარმეებს- ქეთინო მარგიანს და დავით ჟორჟოლიანს ხელი შეუწყო მზის ინოვაციური, ჰიბრიდული სამოდელო საშრობის შექმნაში. ამ ხელშეწყობის შედეგად მოხდა მაღალმთიან რეგიონის სოფლებში განახლებადი ენერგიის წყაროებზე დაფუძნებულ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. კლიმატგონივრული სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის დანერგვა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოების ალტერნატიული მოდელის შექმნა.

ვაროატოზი ფუტკრის ინვაზიური დაავადებაა, რომლის გამომწვევი ტკიპა Varoa Destructor, ფუტკარს აზიანებს განვითარების ყველა სტადიაზე და შესაბამისად საფრთხეს უქმნის ჯანსაღი და მაღალი კვებითი ღირებულები ფუტკრის პროდუქტების წარმოებას. გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP Georgia) და შვეიცარიის განვითარების ოფისმა სამხრეთ კავკასიაში       (SDC) , პროექტის " პროფესიული განათლებისა და სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში" მისი განმხორციელებელი პარტნიორი ორგანიზაციის "AFAD" ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის"ინოვაციური საგრანტო კონკურსის" ფარგლებში ასოციაცია " მეფუტკრეთა ალიანსს" ხელი შეუწყო ინოვაციური ტექნოლოგიების სამოდელო ფუტკრის შექმნაში,რომელშიც ფუტკრის ინვაზიური დაავადების გამომწვევი ვაროას ტკიპას პრევენციის თანამედროვე ტექნოლოგიებს ნერგავს და ცოდნას უზიარებს ფერმერებს. ინოვაციური საგრანტო კონკურსის ფარგლებში  " მეფუტკრეთა ალიანსის" წარმომადგენელს,  მეფუტკრე/ექსტენციონისტ ედუარდ მელიას გადაეცა მაღალტექნოლოგიური მეთოდით დამზადებული სკა სოლარიუმი. ეს არის დიდბლანტის ტიპის სკა,რომელსაც გააჩნია მზის სხივების სითბურ ნერგიად გარდაქმის ფუნქცია. მზის სითბური ენერგიის ხარჯზე, შესაძლებელია სკაში ოპტიმალური ტემპერატურული რეჟიმის შექმნა, რაც გამოათავისუფლებს ფუტკრების გარკვეულ კასტას თბორეგულაციის საქმიანობისაგან და ეს რესურსები გადანაწილდება სკაში სხვა პროცესების წარმართვაზე. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, როგორც ექსტენციონისტი აცხადებს, დაგეგმილი აქვს ყოველგვარი ქიმიური და ზოოვეტერინარული ჩარევების გარეშე აკონტროლოს და ებრძოლოს დაავადებას. გააუმჯობესოს მის მიერ წარმოებული ფუტკრის პროდუქტების ხარისხი, გაზარდოს რაოდენობა და როგორც ექსტენციონისტმა, აღნიშნული ინოვაციური მიდგომის შედეგები გაუზიაროს რეგიონის ფერმერებს.

ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის აქტიურად უწყობს ხელს ერთი სოფელი, ერთი პროდუქტი (OVOP)  მიდგომების განვითარებას. ეს მიდგომა მიზნად ისახავს ადგილობრივი წარმოების განვითარების ხელშეწყობას, პროდუქტის ტერიტორიული იდენტობის შენარჩუნებით ადგილობრივი ბრენდების პოპულარიზაციას.  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ასოციაციის ინიციატივით გაიმართა ჭაქვინჯის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან შეხვედრა, რომელსაც ფერმერთა რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელი ბესარიონ ირემაძე და RDA-ის რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ქვარაია ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მოხდა გოგრის, როგორც ჭაქვინჯის თემში ფართოდ  გავრცელებული კულტურის და მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე  8-10 დასახელების პროდუქტის შექმნის პერსპექტივის მქონე პროდუქტის შესახებ დისკუსია. დაიგეგმა მოცემული პროდუქტის გადამუშავების ტექნოლოგიების მიმართულებით შეხვედრები და კონსულტაციები სპეციალისტთან. OVOP -ის კონცეფციის მხარდაჭერას სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში ახორციელებს AFAD, გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP Georgia) და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში ( SDC) ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის " სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის გაძლიერება სასიცოცხლო წყაროების გაუმჯობესებისა და ეკონომიკური მდგრადობისთვის სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში " ფარგლებში მიმდინარეობს მოკლევადიანი ტრენინგების ციკლი რეგიონის ფერმერებისთვის, რომელსაც უძღვებიან სოფლის მეურნეობის სააგენტოს ექსტენციონისტი-ტრენერები.  ტრენინგის მიზანია ფერმერთა საჭიროებაზე მორგებული სასოფლო-სამეურნეო  ან მასთან მკვეთ საკითხებზე ცოდნის და ინფორმაციის  გაზიარება ფერმერთა საწარმოო და ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობისთვის. უკვე ჩატარდა ტრენინგები თემებზე: აგრო-ტურიზმი, სასოფლო-სამეურნეო ნარჩენები და  ბიოტრანსფორმაცია/კომპოსტირება. დაინტერესებულ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა  წინასწარ  დარეგისტრირდნენ   ტრენინგზე. სარეგისტრაციო ფორმა რამდენიმე დღით ადრე ხელმისაწვდომია ასოციაციის ფეისბუქ გვერდზე. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP Georgia) და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში ( SDC).

ასოციაცია "სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის" აგრძელებს ონლაინ რეჟიმში ფერმერთა განათლებას.ეს გახლავთ უკვე უწყვეტი  პროცესი, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში ( UNDP Georgia) და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში (SDC) უჭერს ფინინსურ მხარდაჭერას.ამჟამად თვალი ადევნეთ ასოციაციის მორიგ Facebook  LIVE  ჩართვას ( facebook.com/afad.org.ge)  სადაც, მეფუტკრე/ექსტენციონისტი ედუარდ მელია გაგაცნობთ ფუტკრის დაავადებებთან ბძოლის ინოვაციურ მეთოდებს. 

ეს არ უნდა გამოტოვოთ!

კონსულტაციისთვის დარეკეთ: +995 577- 66 58- 65

მარტვილის მუნიციპალიტეტში მესაქონლეობის სექტორში ჩართული ფერმერებისთვის  4 დღიანი ტრენინგი ჩატარდა თემაზე:" მესაქონლეობაში ჩართული ფერმერების გადამზადება სურსათის უვნებლობისა და შრომის უსაფრთხოების პრინციპებში“.პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ და ხორციელდება „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში – SQIL“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია Land O’Lakes Venture37.  პროექტის ფარგლებში სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტში იგეგმება პროექტების ციკლი ფერმერებისთვის.პროექტის მიზანია, რეგიონის მასშტაბით, მესაქონლეობაში ჩართული ფერმერების გადამზადება სურსათის უვნებლობისა და შრომის უსაფრთხოების პრინციპებში. რძის პროდუქტების მწარმოებლებს მიღებული ცოდნა დაეხმარებათ აწარმოონ უფრო მაღალი ხარისხის და უვნებელი  პროდუქცია.                                                                                                                                                                                                                                                                                                                               სამეგრელოს რეგიონში პროექტს ახორციელებს "ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის"(AFAD).

იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი  ელჩი იმამურა აკირა "ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის" ლაბორატორიას ეწვია. ლაბორატორია მოეწყო იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში. ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, სადაც სამეგრელო ზემო-სვანეთის და აფხაზეთის ფერმერებს აქვთ ხელმისაწვდომობა ლაბორატორიული კვლევების ჩატარების  თავიანთი ფერმერული  საქმიანობის  გასაუმჯობესებლად.

ღონისძიებას ესწრებოდნენ  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

აიიპ " სამეგრელო ზემო-სვანეთის  რეგიონული ფერმერთა  საკონსულტაციო საბჭო"  შექმნილია სამეგრელო ზემო-სვანეთის  რეგიონის ლიდერი ფერმერების, კერძო და საჯარო სექტორის, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებისგან. საბჭო მიზნად ისახავს ფერმერთა უფლებებისა და ინტერესების დაცვას, სოფლის მეურნეობის კუთხით არსებული სიახლეების,ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობას ფერმერთა საქმიანობის პროდუქტიულობის ასამაღლებლად. აიიპ " სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონული  ფერმერთა  საბჭო" დღეს ოფიციალურად დარეგისტრირდა.

ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. 

ტელ: +995 595- 73-00-64 

პროექტის " სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის გაძლიერება სასიცოცხლო წყაროების გაუმჯობესებისა და ეკონომიკური მდგრადობისთვის სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში" საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს აიიპ " სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA) მუნიციპალურ და რეგიონულ სამსახურებს სხვადასხვა სახის ტექნიკა გადაეცათ. 

პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP Georgia) და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში - SDC -( Swiss Agency for Development and Cooperation ) ფინანსური მხარდაჭერით.

იაპონიის საელჩოში სამი პროექტის ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა. აქედან ერთერთი ზუგდიდში განხორციელდება. პროექტის ფარგლებში ზუგდიდში მოხდება თანამედროვე კვლევითი ცენტრის დაფინანსება,სადაც ადგილობრივი ფერმერები შეძლებენ ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას, რითაც გაიზრდება მათი კონკურენტუნარიანობა,კვების უსაფრთხოების ხარისხი და მართვის სტანდარტი.პროექტის ერთერთი ბენეფიციარი ასოციაცია "სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის" გახდა.

ტრენინგში, რომელიც ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის პარტნიორ აგრო სახლში იმართება, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველის მწარმოებლები და საკითხით დაინტერესებული პირები ესწრებიან.

  ამ წუთებში , მოწვეული ექსპერტი ბესარიონ სულაბერიძე საქართველოს სოფლისა და სოფლის განვითარების სააგენტოს ( ARDA) სამეგრელოს რეგიონის თანამშრომლებთან ატარებს ტრენინგს თემაზე " მონაცემთა შეგროვება". ტრენინგი ხორციელდება პროექტის " პროფესიული განათლებისა და ექსტენციის სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში" ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ. პროექტს სამეგრელოს რეგიონში ახორციელებს " ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის " (AFAD)

21 ოქტომბერს, მოდულური ტრენერთა ტრენინგის " ყველის ოსტატი",
მოდული #2 " მანქანა-დანადგარების მუშაობის ზოგადი პრინციპები ყველის წარმოებაში" პროგრამის მონაწილეები ესტუმრნენ თერჯოლაში რძის გადამამუშავებელ კომპანია შპს " ზეკარს" და ზესტაფონის რაიონში, სოფელ როდინაულში მოქმედ რძის გადამამუშავებელ კოოპერატივ "ზესტაფონურს" . პროგრამის ფარგლებში მოწვეული ექსპერტის ზურაბ პაპიაშვილის მეშვეობით მონაწილეები გაეცნენ მანქანა-დანადგარების მუშაობას,საწარმოში სტანდარტების დაცვით რძის პროდუქტების წარმოებას.
აქტივობები ხორცილედება პროექტის "„პროფესიული განათლებისა და ექსტენციის სისტემების მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება
" ასოციოაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის" (AFAD) მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის ( UNDP) ფინანსური მხარდაჭერით.

სოფლის მეურნეობის განვითრების მიმართულებით, ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, სოფლად მცხოვრები ფერმერებისათვის, მეფუტკრეობის დარგში, ტრენინგები დაიწყო.
 ტრენინგს, რომელსაც გაეროს განვითრების პროგრამის ფარგლებში გადამზადებული ტრენერები, ექსტენციონისტი მეფუტკრეები, ბესიკ ირემაძე და მარინა ქარდავა უძღვებიან, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემში მცხოვრები დამწყები ფერმერები ესწრებიან. მონაწილეებს, სრული კურსის გავლის შემდეგ, პროექტის ფაგლებში, თითო ოჯახი ფუტკარი საჩუქრად გადაეცემა.
➡ ტრენინგების ფარგლებში, მონაწილეები, აგრეთვე,მიიღებენ ცოდნას ფუტკრის მოვლის საკითხებში, ფუტკრის მოვლის ტრადიციულ და თანამედროვე მეთოდებში, გაიუმჯობესებენ პრაქტიკულ უნარებს, რაც მათი შემოსავლების ზრდას შეუწყობს ხელს.
დღეს გამართულ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ხელმძღვანელი, მაია მიქავა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, კონსტანტინე კაკავა ესწრებოდნენ.
➡ ტრენინგის მონაწილეებს მათ წარმატებები უსურვეს და აღნშნეს, რომ სექტორებ შორის ეფექტური თანამშრომლობის ერთ-ერთი მაგალითი სწორედ ეს პროექტია.პროექტი, რომლის ფარგლებში ასოციაცია სოფლის მეურნეობის სფეროში ცოდნით, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება შესაბამისი მატერიალური რესურსით გააძლიერებს ადგილობრივ ფერმერებს

სამეგრელოში, რუხი მოლში, 21 ოქტომბერს გამართულ ხაჭაპურის ფესტივალში, აგრო სახლმა მიიღო მონაწილეობა.
დამთვალიერებელს აგრო სახლის კუთხემ სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ შესაძლებლობებთან ერთად, გლინტვეინიც შესთავაზა; და არა მხოლოდ !
ფესტივალზე მოსულ სტუმართაგან, აგრო სახლის კუთხეს დამთვალიერებელი მრავლად ჰყავდა

პროექტის, ,,სოფლის აკადემია,, ფარგლებში ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ხელმძღვანელმა მაია მიქავამ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ჩხოროწყუს ცენტრში მდებარე, პროექტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო ფართი დაათვალიერა.
მაია მიქავა: ,, სექტორთშორის თანამშრომლობის კარგ პრეცენდენტს ჩაეყარა საფუძველი. შედეგად, უახლოეს ხანში ამ მუნიციპალიტეტში გაჩნდება სოფლის მეურნეობის საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის, თანამედროვეობის შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცე. ეს ადგილი უზრუნველყოფს მათ წვდომას აგროსერვისებზე. ღრმად მწამს, რომ სოფლის აკადემია ახალგაზრდებისათვის განსაკუთრებით საყვარელ ადგილად იქცევა,,.

ევროკავშირისა და ,,საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით, .ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საფუძველი ჩაეყარა პროექტს - ,,სოფლის აკადემია“,რომელიც სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებში და განსაკუთრებით ახალგაზრდებში, სოფლის მეურნეობის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

პროექტის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში განახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის“ .

,,სოფლის აკადემია" ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის,შპს ,,ხობი-2 "და ასოციაცია ,,სოფლის მეურნეობისათვის“ თანადაფინანსებით განხორციელდება.

პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ორგანიზაციის, ,ბიზნეს სექტორისა და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობითა და თანამონაწილეობით, დაინტერესებულ პირთა ჯგუფებისთვის, სოფლის მეურნეობის, როგორც პრიორიტეტული სექტორის პოპულარიზაცია, ცოდნის ამაღლება და უნარების გაძლიერება.

ღონისძიებას ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ხელმძღვანელი,მაია მიქავა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა,ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა და პროექტით დაინტერესებული ჩხოროწყუელები ესწრებოდნენ.

   27-28 სექტემბერს, „პროფესიული განათლებისა და ექსტენციის სისტემების მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ ფარგლებში მოწვეულმა ექსპერტმა- ირმა ქორთუამ სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოსთან (ARDA) არსებულ საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან საბჭოს წესდების შემუშავებაზე იმუშავა. გარდა ამისა,შეიქმნა საპროექტო იდეების პროტოტიპი, რომელიც დაფინანსდება ასოციაციის მიერ. პროეტი ხორციელდება " ასოციაცის სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის" მიერ ( AFAD) გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით.

© 2024 Afad. All Rights Reserved.