• +995 599 98 50 53
  • ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

თუ თქვენ გაინტერესებთ სასოფლო-სამეურნეო სფეროგსურთ გახდეთ სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სპეციალისტიგინდათ გაეცნოთ ახალ ტექნოლოგიებსმიიღოთ კვალიფიციური აგრო რჩევებითვალყური ადევნეთ სიახლეებსთუ გაინტერესებთ აგრო სიახლეებიგსურთ ეწეოდეთ ექსტენციასეს გვერდი თქვენთვისააექსტენცია სამრჩევლო საქმიანობაასამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტშიპროფესიონალი ექსტენციონისტებიეწევიან მაღალკვალიფიციურ ექსტენციასსასოფლო-სამეურნეო ექსტენციაშემოსავლების ზრდის გარანტიასამეგრელო -ზემო სვანეთის მხარეშიფუნქციონირებს რეგიონული და მუნიციპალური სამსახურებისამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა ესქტენციონისტს იპოვით აქმიიღეთ ეკონომიკური სარგებელიმიიღეთ კვალიფიციური კონსულტაციაგაზარდეთ შემოსავლებიგაიარე ტრენინგებიტრენინგების შესახებ ინფორმაციას იხილე აქყველაფერი ესქტენციაზესოფლის მეურნეობის ყველა დარგშიგანვითარდი

ტრენინგი მეფუტკრების დარგში

სოფლის მეურნეობის განვითრების მიმართულებით, ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, სოფლად მცხოვრები ფერმერებისათვის, მეფუტკრეობის დარგში, ტრენინგები დაიწყო.
 ტრენინგს, რომელსაც გაეროს განვითრების პროგრამის ფარგლებში გადამზადებული ტრენერები, ექსტენციონისტი მეფუტკრეები, ბესიკ ირემაძე და მარინა ქარდავა უძღვებიან, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემში მცხოვრები დამწყები ფერმერები ესწრებიან. მონაწილეებს, სრული კურსის გავლის შემდეგ, პროექტის ფაგლებში, თითო ოჯახი ფუტკარი საჩუქრად გადაეცემა.
➡ ტრენინგების ფარგლებში, მონაწილეები, აგრეთვე,მიიღებენ ცოდნას ფუტკრის მოვლის საკითხებში, ფუტკრის მოვლის ტრადიციულ და თანამედროვე მეთოდებში, გაიუმჯობესებენ პრაქტიკულ უნარებს, რაც მათი შემოსავლების ზრდას შეუწყობს ხელს.
დღეს გამართულ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ხელმძღვანელი, მაია მიქავა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, კონსტანტინე კაკავა ესწრებოდნენ.
➡ ტრენინგის მონაწილეებს მათ წარმატებები უსურვეს და აღნშნეს, რომ სექტორებ შორის ეფექტური თანამშრომლობის ერთ-ერთი მაგალითი სწორედ ეს პროექტია.პროექტი, რომლის ფარგლებში ასოციაცია სოფლის მეურნეობის სფეროში ცოდნით, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება შესაბამისი მატერიალური რესურსით გააძლიერებს ადგილობრივ ფერმერებს
© 2024 Afad. All Rights Reserved.