27-28 სექტემბერს, „პროფესიული განათლებისა და ექსტენციის სისტემების მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ ფარგლებში მოწვეულმა ექსპერტმა- ირმა ქორთუამ სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოსთან (ARDA) არსებულ საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან საბჭოს წესდების შემუშავებაზე იმუშავა. გარდა ამისა,შეიქმნა საპროექტო იდეების პროტოტიპი, რომელიც დაფინანსდება ასოციაციის მიერ. პროეტი ხორციელდება " ასოციაცის სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის" მიერ ( AFAD) გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით.