• +995 599 98 50 53
  • ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

დაფნის წარმოება-რეალიზაცია. გამოწვევები. Featured

დაფნა , რომელიც უხსოვარი დროიდან იწოდება დიდების სიმბოლოდ. მის ფოთოლს კი , უამრავი დადებითი ფუნქცია აკისრია.....

 

1.დიაბეტის მკურნალობა , რაც ითვალისწინებს შაქრის დონის დაწევას.

2.გამოიყენება მადისა და წონის კლებისთვის.

3.ხსნის ტკივილს სახრებში.

 

 ახლა უკვე წარმოადგენს , აგრო მიმართულებით , მნიშვნელოვან მარადმწვანე ხეშეშფოთოვან ბუჩქებს. მისი რეალიზაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფინანსურ შემოსავალს უზრუნველყოფს , მოსახლეობისთვის.

 მაგალითად : 1 ჰექტარზე გაშენებული დაფნის საშუალო ღირებულება წარმოადგენს დაახლოებით 50-60 დოლარს. რაც დამეთანხმებით მცირე შემოსავალი ნამდვილად არ არის.

 

ჩნდება კითხვა თუ , რა უნდა გაკეთდეს დაფნის ბაღის გასაშენებლად?!

1. უნდა შეირჩეს ვაკე ადგილები .20%-ამდე დაქანების ფერდობები.

2. გაშენება უნდა დაიწყოს საბაღედ გამოყოფილი ნაკვეთის დამუშავებით ,რისთვისაც აუცილებელია ბუჩქებისა და ხეების ამოძირკვა. ნაკვეთის მოსწორება და ნიადაგის განოყიერება, სასუქების მეშვეობით.

 

გასათვალისწინებელია , რომ დაფნა ვერ ეგუება ჭარბტენიან ნიადაგებს , ასეთ ადგილებში დაფნის გაშენებამდე. ტენის მოსაშორებლად და ჰაერის გასაუმჯობესებლად ეწყობა ღია და დახურული სატრენაჟე არხები. 

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს , რომ :

სანერგეში გამოყვანილი ნერგების გაშენება სასურველია მოხდეს 15 ოქტომბრიდან - 15 ნოემბრამდე.ან 15 თებერვლიდან - 15 აგვისტომდე.

გამომდინარე იქიდან , რომ დაფნა წარმოადგენს იმ უიშვიათეს შემთხვევას აგრო მიმართულებით , რომელზეც გვალვა ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს. სრულიად , შესაძლებელია, საქართველოს სოფლებში მრავლად არსებული აუთვისებელი მიწა დამუშავდეს და გაშენდეს დაფნის პლანტაციები.

ამ მხრივ , ჩვენს ქვეყანაში მეტი ყურადღება თხილს ეთმობა , რომელიც თამამად შეიძლება ითქვას , რომ საკმაოდ არასტაბილურია და მისი ფასები მუდამ მერყეობს. დაფნის უპირატესობა კი , ის გახლავთ , რომ მსოფლიო ბაზარზე მისი ფასი ზუსტად არის განსაზღვრული, რაც გვაძლევს შესაძლებლობას ზუსტად განვსაზღვროთ სავარუდო შემოსავალი.

 

თუ თხილის შემთხვევაში ალბათობა იმისა , რომ იმედები გაგვიცრუვდება საკმაოდ მაღალია. დაფნა ზუსტად გაწერილი გეგმისთვის ზედგამოჭრილი არჩევანია.  

ერთისმხირვ, დაფნის მრავალფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე , ექსპორტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. მაგრამ სწორედ აქ ვაწყდებით სერიოზულ პრობლემას , რომელიც მდგომარეობს შემდგომში....დაფნის ფოთლის ექსპორტიორი კომპანიების თანამშრომელთა უმეტესობას არ აქვს გაყიდვებისა და ექსპორტის განსახორციელებლად საჭირო უნარ-ჩვევები; ასევე იქმნება ენობრივი ბარიერიც უცხოურ ბაზარზე მყიდველებთან კომუნიკაციისას. თითქმის არც ერთ კომპანიას არ გააჩნია ვებგვერდი ან აქვს ძალზე პრიმიტიული და მხოლოდ რამდენიმე მათგანი იყენებს პროფესიულ სავაჭრო ვებპორტალს.

აუცილებელია ზემოთ ხსენებული ყველა პრობლემა , მოგვარებულ იქნას ქართული კომპანიების მიერ

რა უნდა გაკეთდეს ამისთვის?!

1.აუცილებელია IT პროგრამირება , გამათული ვებგვერდები - ვებპორტარები.

2.უნდა იქნას აყვანილი კვალიფიციური კადრები , რომლებსაც შეეძლებათ მინიმუმ ორ ენაზე საუბარი , რაც უზრუნველყოფს კომუნიკაციას უცხოელ მყიდველებთან..

3.უნდა ხდებოდეს კომპანიის თანამშრომლების ტრენინგი , ვინაიდან შეძლონ საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება.

ხარვეზების გამოსწორების შემთხვევაში აგრობიზნესი შეძლებს ფინანსურ უზრუნველყოფას. სოფლად მცხოვრები მოსახლეობა , დაიწყებს აქტიურ წარმოებას. რის შედეგადაც მოხდება აუთვისებელი , მიწების ათვისებაც. 

ბლოგი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP) და  შვეიცარიის განვითარების ოფისი სამხრეთ კავკასიაში (SDC) მიერ მხარდაჭერილი პროექტის „პროფესიული განათლებისა და სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ახორციელებს ორგანიზაცია „AFAD - ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის” . 

ბლოგის შექმნა ემსახურება სასოფლო-სამეურნეო სფეროში არსებული სიახლეების, შესაძლებლობების და მიღწევების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას.  

© 2024 Afad. All Rights Reserved.