• +995 599 98 50 53
  • ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

თუ თქვენ გაინტერესებთ სასოფლო-სამეურნეო სფეროგსურთ გახდეთ სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სპეციალისტიგინდათ გაეცნოთ ახალ ტექნოლოგიებსმიიღოთ კვალიფიციური აგრო რჩევებითვალყური ადევნეთ სიახლეებსთუ გაინტერესებთ აგრო სიახლეებიგსურთ ეწეოდეთ ექსტენციასეს გვერდი თქვენთვისააექსტენცია სამრჩევლო საქმიანობაასამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტშიპროფესიონალი ექსტენციონისტებიეწევიან მაღალკვალიფიციურ ექსტენციასსასოფლო-სამეურნეო ექსტენციაშემოსავლების ზრდის გარანტიასამეგრელო -ზემო სვანეთის მხარეშიფუნქციონირებს რეგიონული და მუნიციპალური სამსახურებისამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა ესქტენციონისტს იპოვით აქმიიღეთ ეკონომიკური სარგებელიმიიღეთ კვალიფიციური კონსულტაციაგაზარდეთ შემოსავლებიგაიარე ტრენინგებიტრენინგების შესახებ ინფორმაციას იხილე აქყველაფერი ესქტენციაზესოფლის მეურნეობის ყველა დარგშიგანვითარდი

OVOP ( ერთი სოფელი, ერთი პროდუქტი) მიდგომების განვითარება სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში

ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის აქტიურად უწყობს ხელს ერთი სოფელი, ერთი პროდუქტი (OVOP)  მიდგომების განვითარებას. ეს მიდგომა მიზნად ისახავს ადგილობრივი წარმოების განვითარების ხელშეწყობას, პროდუქტის ტერიტორიული იდენტობის შენარჩუნებით ადგილობრივი ბრენდების პოპულარიზაციას.  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ასოციაციის ინიციატივით გაიმართა ჭაქვინჯის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან შეხვედრა, რომელსაც ფერმერთა რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელი ბესარიონ ირემაძე და RDA-ის რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ქვარაია ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მოხდა გოგრის, როგორც ჭაქვინჯის თემში ფართოდ  გავრცელებული კულტურის და მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე  8-10 დასახელების პროდუქტის შექმნის პერსპექტივის მქონე პროდუქტის შესახებ დისკუსია. დაიგეგმა მოცემული პროდუქტის გადამუშავების ტექნოლოგიების მიმართულებით შეხვედრები და კონსულტაციები სპეციალისტთან. OVOP -ის კონცეფციის მხარდაჭერას სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში ახორციელებს AFAD, გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP Georgia) და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში ( SDC) ფინანსური მხარდაჭერით.

© 2024 Afad. All Rights Reserved.