• +995 599 98 50 53
  • ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

თუ თქვენ გაინტერესებთ სასოფლო-სამეურნეო სფეროგსურთ გახდეთ სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სპეციალისტიგინდათ გაეცნოთ ახალ ტექნოლოგიებსმიიღოთ კვალიფიციური აგრო რჩევებითვალყური ადევნეთ სიახლეებსთუ გაინტერესებთ აგრო სიახლეებიგსურთ ეწეოდეთ ექსტენციასეს გვერდი თქვენთვისააექსტენცია სამრჩევლო საქმიანობაასამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტშიპროფესიონალი ექსტენციონისტებიეწევიან მაღალკვალიფიციურ ექსტენციასსასოფლო-სამეურნეო ექსტენციაშემოსავლების ზრდის გარანტიასამეგრელო -ზემო სვანეთის მხარეშიფუნქციონირებს რეგიონული და მუნიციპალური სამსახურებისამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა ესქტენციონისტს იპოვით აქმიიღეთ ეკონომიკური სარგებელიმიიღეთ კვალიფიციური კონსულტაციაგაზარდეთ შემოსავლებიგაიარე ტრენინგებიტრენინგების შესახებ ინფორმაციას იხილე აქყველაფერი ესქტენციაზესოფლის მეურნეობის ყველა დარგშიგანვითარდი

ინოვაციური სამოდელო საფუტკრე -წარმატების ისტორია

ვაროატოზი ფუტკრის ინვაზიური დაავადებაა, რომლის გამომწვევი ტკიპა Varoa Destructor, ფუტკარს აზიანებს განვითარების ყველა სტადიაზე და შესაბამისად საფრთხეს უქმნის ჯანსაღი და მაღალი კვებითი ღირებულები ფუტკრის პროდუქტების წარმოებას. გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP Georgia) და შვეიცარიის განვითარების ოფისმა სამხრეთ კავკასიაში       (SDC) , პროექტის " პროფესიული განათლებისა და სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში" მისი განმხორციელებელი პარტნიორი ორგანიზაციის "AFAD" ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის"ინოვაციური საგრანტო კონკურსის" ფარგლებში ასოციაცია " მეფუტკრეთა ალიანსს" ხელი შეუწყო ინოვაციური ტექნოლოგიების სამოდელო ფუტკრის შექმნაში,რომელშიც ფუტკრის ინვაზიური დაავადების გამომწვევი ვაროას ტკიპას პრევენციის თანამედროვე ტექნოლოგიებს ნერგავს და ცოდნას უზიარებს ფერმერებს. ინოვაციური საგრანტო კონკურსის ფარგლებში  " მეფუტკრეთა ალიანსის" წარმომადგენელს,  მეფუტკრე/ექსტენციონისტ ედუარდ მელიას გადაეცა მაღალტექნოლოგიური მეთოდით დამზადებული სკა სოლარიუმი. ეს არის დიდბლანტის ტიპის სკა,რომელსაც გააჩნია მზის სხივების სითბურ ნერგიად გარდაქმის ფუნქცია. მზის სითბური ენერგიის ხარჯზე, შესაძლებელია სკაში ოპტიმალური ტემპერატურული რეჟიმის შექმნა, რაც გამოათავისუფლებს ფუტკრების გარკვეულ კასტას თბორეგულაციის საქმიანობისაგან და ეს რესურსები გადანაწილდება სკაში სხვა პროცესების წარმართვაზე. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, როგორც ექსტენციონისტი აცხადებს, დაგეგმილი აქვს ყოველგვარი ქიმიური და ზოოვეტერინარული ჩარევების გარეშე აკონტროლოს და ებრძოლოს დაავადებას. გააუმჯობესოს მის მიერ წარმოებული ფუტკრის პროდუქტების ხარისხი, გაზარდოს რაოდენობა და როგორც ექსტენციონისტმა, აღნიშნული ინოვაციური მიდგომის შედეგები გაუზიაროს რეგიონის ფერმერებს.

Media

© 2024 Afad. All Rights Reserved.