• +995 599 98 50 53
  • ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

თუ თქვენ გაინტერესებთ სასოფლო-სამეურნეო სფეროგსურთ გახდეთ სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სპეციალისტიგინდათ გაეცნოთ ახალ ტექნოლოგიებსმიიღოთ კვალიფიციური აგრო რჩევებითვალყური ადევნეთ სიახლეებსთუ გაინტერესებთ აგრო სიახლეებიგსურთ ეწეოდეთ ექსტენციასეს გვერდი თქვენთვისააექსტენცია სამრჩევლო საქმიანობაასამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტშიპროფესიონალი ექსტენციონისტებიეწევიან მაღალკვალიფიციურ ექსტენციასსასოფლო-სამეურნეო ექსტენციაშემოსავლების ზრდის გარანტიასამეგრელო -ზემო სვანეთის მხარეშიფუნქციონირებს რეგიონული და მუნიციპალური სამსახურებისამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა ესქტენციონისტს იპოვით აქმიიღეთ ეკონომიკური სარგებელიმიიღეთ კვალიფიციური კონსულტაციაგაზარდეთ შემოსავლებიგაიარე ტრენინგებიტრენინგების შესახებ ინფორმაციას იხილე აქყველაფერი ესქტენციაზესოფლის მეურნეობის ყველა დარგშიგანვითარდი

მარტვილის მუნიციპალიტეტში, მესაქონლეობის სექტორში ჩართული ფერმერებისთვის ტრენინგები ჩატარდა

მარტვილის მუნიციპალიტეტში მესაქონლეობის სექტორში ჩართული ფერმერებისთვის  4 დღიანი ტრენინგი ჩატარდა თემაზე:" მესაქონლეობაში ჩართული ფერმერების გადამზადება სურსათის უვნებლობისა და შრომის უსაფრთხოების პრინციპებში“.პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ და ხორციელდება „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში – SQIL“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია Land O’Lakes Venture37.  პროექტის ფარგლებში სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტში იგეგმება პროექტების ციკლი ფერმერებისთვის.პროექტის მიზანია, რეგიონის მასშტაბით, მესაქონლეობაში ჩართული ფერმერების გადამზადება სურსათის უვნებლობისა და შრომის უსაფრთხოების პრინციპებში. რძის პროდუქტების მწარმოებლებს მიღებული ცოდნა დაეხმარებათ აწარმოონ უფრო მაღალი ხარისხის და უვნებელი  პროდუქცია.                                                                                                                                                                                                                                                                                                                               სამეგრელოს რეგიონში პროექტს ახორციელებს "ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის"(AFAD).

© 2024 Afad. All Rights Reserved.